
კომპანია „Caucasus Online” ინტერნეტ განვითარების მიზნით ინოვაციური პროექტის განხორციელებას იწყებს. პირველად საქართველოში ინერგება FTTH (fiber to the home) ტექნოლოგია, რომელიც ინტერნეტთან სტაბილურ და უწყვეტ კავშირს ოპტიკური შეერთებით უზრუნველყოფს.
კომპანიის ახალი პროექტის სახელწოდება gelink-ი (Gigabit ethernet link), რომლის კონცეფცია FTTH (fiber to the home) ქსელის ტექნოლოგიით გამართვაა. აღნიშნული ტექნოლოგია პირველად იაპონიაში დაინერგა
Caucasus Online–ის მიზანია ახალი პროდუქტის დანერგვით, შექმნას ეფექტური, საიმედო, დაცული და მაღალხარისხოვანი ინტერნეტ–ინფრასტრუქტურა. თუკი აქამდე არსებული ინტერნეტ–ტექნოლოგიების ეფექტურ მუშაობას უამრავი გარეშე ფაქტორი აფერხებდა (სატელეფონო ხაზის ხარისხი და მანძილი, რადიოსიხშირეები და ა.შ). gelink–ის დანერგვით, ყველა არსებული პრობლემა სამუდამოდ აღმოიფხვრება.
სისტემა შემდეგი თანმიმდევრობით იწყობა. ობიექტების ურთიერთკავშირი დამოკიდებული ოპტიკური ქსელით ხორციელდება, თითოეულ მრავალსართულიან სახლში დამონტაჟებულია სპეციალური აპარატურა, საიდანაც ინტერნეტი Ethernet–ის დახმარებით ცალკეული აბონენტის ქსელის კარტაში ერთვება.
Gelink–ის ქსელში ჩართული თითიეული კორპუსი პროვაიდერისგან 1 გბ/წმ სიჩქარეს იღებს. რეალურად თითოეული კორპუსისთვის 20მგ/წმ–იანი სიჩქარეც სავსებით საკმარისი იქნებოდა, მოცემულ შემთხევაში კი ეს მაჩვენებელი 1 000 მბ/წმ–მდე იზრდება. მაგ: თუ გავითვალისწინებთ, რომ დღემდე ბახტრიონისა და მისი მიმდებარე ქუჩების DSL–ის აბონენტები ჯამში 75 მბ მოცულობის ინტერნეტს მოიხმარდნენ, ამჟამად კი თითოეული კორპუსი 1 გბ მოცულობის ინტერნეტს მიიღებს, გასაგები ხდება, თუ რაოდენ დიდი სხვაობაა ამ ტექნოლოგიებს შორის.
Gelink–ი სრულიად დამოუკიდებელი ოპტიკური ქსელია. ის არ არის დამოკიდებული გარე პროვაიდერთა ხარვეზებიან სატელეფონო ხაზზე. ოპტიკური ქსელის სრულფასოვნად აწყობის შემთხევაში კავშირის სტაბილურობა გარანტირებულია. თუ DSL ტექნოლოგიით ინტერნეტის მოწოდებისას სიჩქარე დამოკიდებული იყო სატელეფონო ხაზის ხარისხზე და მანძილზე, Gelink–ის რეალიზებისას მსგავსი ხელისშემშლელი ფაქტორები აღარ იარსებებს.
რაც ყველაზე მთავარია, ბათილდება მოსახლეობაში არსებული აზრი იმის შესახებ, რომ ინტერნეტში ჩართვა გაუთავებელ რიგებთან ასოცირდება. Gelink–ის გამართვისას აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების უზრუნველყოფა კომპანიას თავად შეუძლია და არცერთ სხვა პროვაიდერზე აღარაა დამოკიდებული, ამიტომაც ინტერნეტში ჩართვა მსურველს, განაცხადის შეტანიდან უფასოდ, მეორე დღესვე შეუძლია.
მიუხედავად იმისა, რომ Caucasus Online–ს Gelink პროდუქტის რეალიზაცია საკმაოდ ძვირი უჯდება, შეთავაზებულ სამომხმარებლო პაკეტთა ღირებულება კი არ აზრდება, არამედ იაფდება. ძალაში რჩება სამეზობლო ჩართვის სისტემაც, თუმცა ეს პროცესი DSL–ისგან განსხვავებით უკონტროლო არ იქნება. ნებისმიერი დამატებითი კომპიუტერის ჩართვა მხოლოდ კომპანიის მიერაა შესაძლებელი და დამატებით გადასახადს გულისხმობს.
პროექტ Gelink-ის რეალიზებით, Caucasus Online-ს შესაძლებლობა ექნება დახვეწოს საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, უზრუნველყოს შიდა რესურსებზე შეუფერხებელი წვდომა, გაზარდოს მაგისტრალური შესაძლებლობები და ხელმისაწვდომი გახადოს უწყვეტი ინტერნეტ-კავშირი.





