კომპანია „Caucasus Online” ინტერნეტ განვითარების მიზნით ინოვაციური პროექტის განხორციელებას იწყებს. პირველად საქართველოში ინერგება FTTH (fiber to the home) ტექნოლოგია, რომელიც ინტერნეტთან სტაბილურ და უწყვეტ კავშირს ოპტიკური შეერთებით უზრუნველყოფს.

კომპანიის ახალი პროექტის სახელწოდება gelink-ი (Gigabit ethernet link), რომლის კონცეფცია FTTH (fiber to the home) ქსელის ტექნოლოგიით გამართვაა. აღნიშნული ტექნოლოგია პირველად იაპონიაში დაინერგა.